კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

დიაგნოსტიკა და ტექნოლოგიები

ნეიროქირურგიული მიკროსკოპი

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი · საჭიროებს სამედიცინო გადამოწმებას · დაუდასტურებელი უპირატესობის განცხადებები ამოღებულია

OPMI Pentero 800

თანამედროვე მიკროქირურგიის მოთხოვნების შესაბამისად კომპანიამ ZEISS-მა შექმნა ახალი მიკროსკოპული სისტემა OPMI® PENTERO® 800.

დეტალების ვიზუალიზება:

ურთულეს ანატომიურ დეტალებზე მუშაობა საჭიროებს მაქსიმალური განათების და გადიდების რეჟიმს. ZEISS OPMI PENTERO 800 მიკროსკოპის სისტემა აპოქრომატული ოპტიკის წყალობით, ორარხიანი ქსენონის განათებით და სრულად ინტეგრირებული ვიდეოჩაწერის სისტემით, ყველა უმცირესი დეტალის დათვალიერების საშუალებას იძლევა, როგორც ოკულარით, ასევე მონიტორით.

ექსპლუატაციის სიმარტივე:

თანამედროვე ნეიროქირურგიის მკაცრი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, OPMI PENTERO 800–ში გათვლილია ინტელექტუალური ენერგონომიკული მონაცემები, რომელიც კომპლექსური ქირურგიული სამუშაოების ეფექტურად და მარტივად შესრულების საშუალებას იძლევა..

საოპერაციო ოთახის ათვისების მაქსიმალური კოეფიციენტი

დროის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საოპერაციო ოთახში პაციენტის მცირე დროით დაყოვნება ოპერაციული ჩარევების რიცხვს ზრდის და მაქსიმალურად დადებითი შედეგით დასრულების გარანტიას იძლევა. AutoBalance, AutoDrape® და FlexiTrak™ ფუნქციების აქტიური პოტენციალი პერსონალს მოწყობილობის მაქსიმალური გამოყენების საშუალებას აძლევს. ხელსაწყოს მარტივი ინტერფეისი უზრუნველყოფს სენსორული ეკრანის საშუალებით პაციენტის მონაცემების, არჩეული ფუნქციების და ვიდეოჩანაწერების შენახვას პირდაპირი და მარტივი გზით.

წყარო: kirurgia.ge