განათლება
1976-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი,
1982-1984 წწ. კლინიკური ორდინატურა სპეციალობით„შინაგანი სნეულებანი“
1984-1988 წწ. ასპირანტურა სპეციალობით „კარდიოლოგია“;
1988 წელს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ბეტა ბლოკატორის და კალციუმის ანტაგონისტის კომბინირებული გამოყენება სტენოკარდიის სინდრომით მიმდინარე გულის იშემიური დაავადების დროს“;
1999 წელი სადოქტორო დისერტაცია სპეციალობით „შინაგანი სნეულებანი“ გერიატრიის განხრით, დისერტაციის თემა „ჰიპერტონული გული“ ხანდაზმულობის და მოხუცებულობის ასაკში“.
სამუშაო გამოცდილება
2013 წლიდან დღემდე ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი;
2013 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის კათედრის სრული პროფესორი;
2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის კათედრის სრული პროფესორი;
2006 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტი „თბილისის“ გერიატრიის კათედრის სრული პროფესორი;
2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის კურსის ლოკალური ხელმძღვანელი კარდიოლოგიაში, შინაგან სნეულებანსა და გერიატრიაში;
2001-2055 წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი;
1997-2000 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „თბილისის“ კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის პედაგოგი და საგნის ხელმძღვანელი;
2012-2013 წწ. თერაპიის ს/კ კლინიკა, თერაპიული განყოფილების გამგე;
1999-2011 წწ. აკად ნ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრის გერიატრია-გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
1982-2013 წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (კარდიოლოგიისა, კლინიკური ფარმაკოლოგიის და გერიატრიის განყოფილებები).
პროფესიული ასოციაციის წევრობა, მათ შორის:
1. 1997-2006 წლიდან „International Association of Gerontology and Geriatrics“ წევრი, ხოლო 2010 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი;
2. 2005 წლიდან „International Assosiation of Atherosclerossis” წევრი;
3. 1996 წლიდან „International Association of Internal Medicine“ წევრი.
15.06.2000 წლიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი.
სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრი
2000 წლიდან დღემდე თერაპიის ს/კ ინსტიტუტის საბჭოს წევრი;
შინაგანი სნეულებანი m14.05 N8 და m14.03 N9;
6 სადოქტორო და 10 საკანდიდატო დისერტაციის საექსპერტო კომისიის წევრი.
87 სამეცნიერო შრომის ავტორი, ასევე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ისეთ კონფერენციებში, როგორიცაა:
რესპუბლიკური და საერთაშორისო ადგილობრივი კონფერენციები და კონგრესები კიევში, გლაზგოში, ჟენევაში, ხელსინქში, ლიმაში, ბერლინში, სეულში, ამსტერდამში, ვანკუვერში, სტამბულში, პარიზში, პრაღაში, მილანში და სხვა.
წყარო: kirurgia.ge