კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

მიმართულებები

ადაპტაციური რადიოთერაპია

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი · საჭიროებს სამედიცინო გადამოწმებას · დაუდასტურებელი უპირატესობის განცხადებები ამოღებულია

▶ რა არის ETHOS -ით რადიოთერაპია?

ETHOS -ი არის ხელოვნური ინტელექტის მქონე რადიოთერაპიის უახლესი აპარატი. ეს ტექნოლოგია შექმნილია რადიაციული თერაპიის სიზუსტისა და პერსონალიზაციის ახალი დონის მისაღწევად. იგი აღჭურვილია ადაპტაციური მკურნალობის შესაძლებლობით, რაც ნიშნავს, სხივური დოზის ადაპტაციას პაციენტის ანატომიასთან მიმართებაში, რეალურ დროში.

▶ ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:

რეალურ დროში ადაპტაცია: უწყვეტი ვიზუალიზაციის საშუალებით, ETHOS -ი ახორციელებს მკურნალობის დროის კორექტირებას, რათა მოერგოს პაციენტის პოზიციას, სუნთქვის ან ანატომიის ნებისმიერ ცვლილებას.

მეტი კომფორტი: ადაპტაციური პროცესი ამცირებს მრავალჯერადი სკანირებისა და საიმობილიზაციო მოწყობილობების საჭიროებას, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულს ხდის პაციენტისთვის.

შემცირებული გვერდითი ეფექტები: ჯანსაღი ქსოვილების სხივური ზემოქმედების მინიმალიზაციით, ETHOS -ი ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

მკურნალობის ხანმოკლე დრო: ადაპტაციური მკურნალობა ამარტივებს პროცესს, პოტენციურად ამცირებს მკურნალობისთვის საჭირო სესიების რაოდენობას.

მრავალფეროვანი შესაძლებლობები: ETHOS -ით მკურნალობა მოწოდებულია კიბოს ფართო სპექტრისთვის და სტადიებისთვის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება:

ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ–კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ–სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია.

წყარო: kirurgia.ge