დეპარტამენტები
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ 160 შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფ Toshiba Aquilion Lightning SP–ზე უპრეცედენტო აქციები
კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
Planmed Clarity 3D ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი
ენდოსკოპიის კაბინეტი „ახალ სიცოცხლეში“
მორფოლოგიური ლაბორატორია
ოტო–რინო–ლარინგოლოგიის კაბინეტი
ენდოკრინოლოგიის კაბინეტი
ოფთამოლოგიის კაბინეტი
კარდიოლოგიისა და ე.კ.გ–ს კაბინეტი
რაბიოლოგიური კაბინეტი
ენდოსკოპია
რენტგენის კაბინეტი
ულტრასონოგრაფიის კაბინეტი (ექოსკოპია)
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კაბინეტი
TOSHIBA vantage Elan (1.5 ტ.)
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დინამიკაში დაკვირვებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
1. Vantage Elan -ის გენტრის (სადაც თავსდება პაციენტი გამოკვლევის დროს) შიდა დიამეტრი თავის კლასში ყველაზე დიდია.
Vantage Elan -ის ღია გენტრის შიდა დიამეტრი 63 სმ-ია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მის კლასში მყოფ სხვა სისტემებთან შედარებით, როგორიცაა: GE Signa HDx, Brivo MR355, Hitachi Echelon, Philips Multiva, Siemens Avanto Q, Essenza . ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ხშირად პაციენტი უარს ამბობს მრტ კვლევაზე მხოლოდ ამ მიზეზის გამო.
განათება – გენტრის სპეციალური შიდა განათება ხსნის დახურული სივრცის შეგრძნებას, რაც ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს.
ვენტილაცია – გენტრის შიგნით მოწყობილი სავენტილაციო სისტემა გამოკვლევის დროს პაციენტს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
საწოლი/მაგიდა, რომელზეც თავსდება პაციენტი – იმეორებს ადამიანის ანატომიურ ფორმას, რაც უზრუნველყოფს პაციენტის დამატებით კომფორტს.
მსუბუქი ქოილები (მოწყობილობა, რომელიც თავსდება პაციენტის სხეულზე) – მორგებულია პაციენტისა და მომსახურე პერსონალის კომფორტზე.
წყარო: kirurgia.ge