კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ACUSON Sequoia – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

19 აგვისტო 2025

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა ACUSON Sequoia – ახალი თაობის ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც აერთიანებს AI-ის მხარდაჭერას, ღრმა კვლევის შესაძლებლობებსა და უმაღლეს სიზუსტეს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა ACUSON Sequoia – უახლესი თაობის ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც აერთიანებს სიზუსტეს, სიჩქარესა და პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს. ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა ექიმებს აძლევს საშუალებას, რთულ შემთხვევებშიც კი ზუსტად და სწრაფად განსაზღვრონ დიაგნოზი.

მთავარი უპირატესობები

73%- ით გაუმჯობესებული ფერადი დოპლერის მგრძნობელობა

იდეალური გადაწყვეტა დიდი წონის მქონე პაციენტებისთვის

უმაღლესი სიზუსტე AI- ის მხარდაჭერით

მუცლის ღრუს ორგანოების სკანირება 17 ხედით და ავტომატური გაზომვა

ღვიძლის ცხიმოვანი მაჩვენებლის (UDFF) განსაზღვრა წამებში

სტრუქტურების ავტომატური შემოსაზღვრა და დეტალური ვიზუალიზაცია

დროის დაზოგვა და შეცდომების შემცირება

70%-ით ნაკლები ფიზიკური დატვირთვა ექიმისთვის

ერთი შეხებით რეგისტრაცია და სენსორული ჟესტების ამოცნობა

ავტომატური სურათის შემოფარგვლა და გაზომვა

ინოვაციური ტექნოლოგიები

BioAcoustic და InFocus – სრული ფოკუსი ყველა სიღრმეზე

Breast Elastography – ეჭვქვეშ მყოფი უბნების დახარისხება და დეტალიზაცია სარძევე ჯირკვლის კვლევაში

კლინიკური სარგებელი

განმეორებითი კვლევების საჭიროების შემცირება

დიაგნოზის სიზუსტის ზრდა რთულ შემთხვევებში

პაციენტისთვის კომფორტული და სწრაფი პროცედურა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი კვლავ რჩება ლიდერად თანამედროვე დიაგნოსტიკაში, რადგან თითოეული პაციენტი იმსახურებს უმაღლეს სტანდარტს.

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო: kirurgia.ge