VARIAN ETHOS ადაპტაციური სხივური თერაპია
26 მაისი 2024
ეთოსი
ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS- ის გახსნაზე ლენტი კომპანია ავერსის დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ და კომპანია VARIAN-ის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა Szabolcs Forizs-მა გაჭრა.
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებმაც ისაუბრეს ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატის მნიშვნელობაზე, უპირატესობებსა და როლზე ონკოდაავადებების მკურნალობაში.
გარდა უცხოელი სტუმრებისა, გახსნას ესწრებოდნენ ქართული სამედიცინო საზოგადოების საპატიო წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა უწყების ოფიციალური პირები.
აპარატის გახსნას ახლდა სპეცეფექტებით შესრულებული წარმოდგენა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მნახველთა შორის.
გაიგე მეტი ადაპტაციური სხივური თერაპიის აპარატის VARIAN ETHOS-ის შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული თერაპიის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად , დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 !
გჯეროდეთ, კიბო არ არის განაჩენი - თანამედროვე ტექნოლოგიით მისი დაძლევა შესაძლებელია!
წყარო: kirurgia.ge