კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო აქცია სიღნაღში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ – უფასო გასინჯვების აქცია სოფელ მაღაროში

23 სექტემბერი 2021

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ ამ ლოზუნგით მიმდინარე მოსახლეობის უფასო გასინჯვების აქციების ფარგლებში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სიღნაღს ეწვევა!

24 სექტემბერს, დილის 11 -დან საღამოს 6 საათამდე, სოფელი მაღაროსა და ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ ცენტრის მაღალპროფესიონალი ექიმები.

აქცია ამბულატორიის შენობაში ჩატარდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, აქცია სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით ჩაივლის.

აქციის ფარგლებში, მოსახლეობას მოემსახურება შემდეგი პროფილის ექიმები:

თერაპევტი;

კარდიოლოგი;

ოფთალმოლოგი;

ქირურგი;

ანგიოქირურგი;

ენდოკრინოლოგი;

ნევროლოგი;

გინეკოლოგი;

ტრავმატოლოგი;

უროლოგი;

ექოსკოპისტი;

ეკგ ექთანი;

ტრიაჟის ექიმი.

განსაკუთრებული ბენეფიტია, რომ პაციენტებს, დანიშნულებისამებრ, უფასოდ დაურიგდება „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი

მედიკამენტები!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

უფასო გასინჯვის აქცია

რა აინტერესებთ პაციენტებს

სისხლის საერთო ანალიზი (სსა)

კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია

იხილეთ პასუხი

მედიკამენტის ანოტაცია

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.

იხილეთ პასუხი

პროთეზი

კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.

იხილეთ პასუხი

გულჩვილობა ბავშვებში

კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?

იხილეთ პასუხი

ომეგა–3

კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?

იხილეთ პასუხი

თირკმლის დონაცია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge