ბრონქოსკოპია - არის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ბრონქოსკოპით, რის მეშვეობითაც ხდება ცხვირის, ყელის, ხორხის, ტრაქეის და ბრონქების დათვალიერება.
რა არის ბრონქოსკოპიის ჩვენება?
რენტგენით ან კომპიუტერული ტომოგრაფიისას აღმოჩენილი ფილტვების ან შუასაყრის დაავადებები;
ტრაქეის და ბრონქების სტენოზის ნიშნები;
ფილტვის ატელექტაზი;
ხანგრძლივი გაურკვეველი მიზეზის ხველება;
სისხლიანი ამონახველი;
ტრაქეის და ბრონქების უცხო სხეულზე ეჭვი;
გაურკვეველი მიზეზის ექსუდაციური პლევრიტი;
პნევმონია, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება;
საყლაპავის კიბო;
სასუნთქი გზების დაზიანების სხვა ნიშნები.
როგორ ტარდება ბრონქოსკოპია?
ბრონქოსკოპია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის (ლიდოკაინის ხსნარი) ან ზოგადი ბალანსირებული ნარკოზის ქვეშ.
სითხის, წამლების და საკვების მიღება შესაძლებელია კვლევამდე 4 საათის ადრე.
კვლევის ხანგრძლივობა 5-10 წუთია.
კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულო და ადვილად გადასატანია პაციენტების უმრავლესობისთვის!
რომელი თაობის აპარატზე კეთდება ბრონქოსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
ბრონქოსკოპია ტარდება ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს წინასწარი ჩაწერით
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ
წყარო: kirurgia.ge