კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რა არის პლაზმოფერეზი და რა დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმზე?

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

როგორ ტარდება აღნიშნული პროცედურა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

02 ივლისი 2020

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

პლაზმოფერეზი;

როდის და რატომ ტარდება პროცედურა?

Fresenius Kabi

დადებითი ეფექტი ორგანიზმზე.

რა არის პლაზმოფერეზი?

პლაზმოფერეზი არის ექსტრაკორპორული (ორგანიზმის გარეთ) თერაპიის მეთოდი, რომლის დროსაც ორგანიზმიდან სისხლის პლაზმა გამოიყოფა.

რისთვის გამოიყენება?

პლაზმოფერეზის მიზანია პლაზმაში არსებული სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ტოქსიკური და მეტაბოლური ნარჩენების გამოდევნა და ორგანიზმის დეტოქსიკაცია. პროცედურის დროს პლაზმასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა:

ტოქსინები;

მავნე ცილები;

ჰორმონები;

ანტიგენები;

ანტისხეულები;

,,ცუდი“ ლიპოპროტეინები;

ინფექციური აგენტები;

იმუნური სისტემის მკვდარი უჯრედები;

ანთებითი შუამავლები;

ჭარბი ფიბრინოგენი;

ქსოვილური და უჯრედული დაშლის პროდუქტები.

რომელი დაავადებების დროს ტარდება?

პლაზმოფერეზი ტარდება შემდეგი დაავადებების დროს:

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები, ათეროსკლეროზი, ვირუსული მიოკარდიტი);

კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატიპური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი);

ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება);

აუტოიმუნური დაავადებები (შიდსი, ვასკულიტი, მიასთენია);

ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები);

კუჭ–ნაწლავის დაავადებები (ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

მეან–გინეკოლოგიური დაავადებები (პრემენსტრუალური სინდრომი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, უნაყოფობა, პროფილაქტიკა რეზუსკონფლიქტის დროს, კლიმაქსი, მომზადება ექსტრაკორპორული განაყოფიერებისთვის, ორსულთა ტოქსიკოზი);

ტოქსიკოლოგიური დაავადებები (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია);

რევმატოლოგიური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა);

უროლოგიური დაავადებები (ქრონიკული ურეთრიტი და პროსტატიტი);

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

დაავადებები, რომლის დროსაც აუცილებელია პლაზმოფერეზის ჩატარება:

პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზი;

თრომბოციტოპენიური თრომბოციტური პურპურა;

სეპტიური მდგომარეობები;

სისტემური კაპილარიტი;

გაფანტული სკლეროზი (გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობით არაეფექტურობის დროს);

პოლირადიკულონევრიტი;

კოლაგენოზები.

რომელი აპარატი გამოიყენება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და რა უპირატესობა აქვს მას?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პლაზმოფერეზი ტარდება Fresenius Kabi-ს უახლესი აპარატით – Fenwal Amicus Separator. აპარატი გამოირჩევა ინტელექტუალური კონტროლის სისტემით, რაც ამარტივებს პროცედურის ჩატარებას და ამაღლებს მის ეფექტურობას.

აპარატის ფორმა და ტექნიკური აგებულება გაცილებით კომფორტულია დონორისთვის (ხმაურის დაბალი დონე, ერთ და ორ ნემსიანი მიდგომა). შემცირებულია პროცედურის დრო (1 სთ–ზე ნაკლები), აქვს ანტიკოაგულანტის მიწოდების ინდივიდუალური კონტროლი. დონორის მონაცემების შეყვანის შემდეგ აპარატი თავად განსაზღვრავს სისხლის დაბრუნების მაქსიმალურ სიჩქარესა და ანტიკუაგულანტის საჭირო დოზას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ციტრატის (ანტიკოაგულანტის) მიმართ.

უსაფრთხოებას განაპირობებს ერთჯერადი სახარჯი მასალები, რომლებიც სტერილიზდება სპეციალური დასხივების მეთოდით. ინტელექტუალური კონტროლის სისტემა იძლევა მთლიანი პროცედურის მართვის საშუალებას. პროცედურის დარღვევის დროს ან რაიმე უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, აპარატი გვაძლევს სიგნალს და შესაბამის ინფორმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს მყისიერად მივიღოთ ზომები.

აპარატის კონსტრუქცია და დიზაინი სრულად აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორ ტარდება და რამდენხნიანია აღნიშნული მანიპულაცია? ახლავს თუ არა პროცედურას დისკომფორტი?

პლაზმოფერეზი ტარდება პაციენტისთვის კომფორტულ გარემოში. ხანგრძლივობის დროა 30–40 წუთი. მიდგომა არის ერთ ან ორნემსიანი (ორნემსიანი შედარებით ხანმოკლეა). პროცედურა ტარდება უწყვეტ რეჟიმში: ერთდროულად სცილდება ორგანიზმს პლაზმა და უკან უბრუნდება სისხლის ფორმიანი ელემენტები.

პროცედურის ჩატარებისას პაციენტისათვის დისკომფორტი მინიმალურია (შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ ვენაპუნქციისა და პლაზმოფერეზის მიმდინარეობისას ხელის ერთ პოზიციაში დაფიქსირების სახით).

რა დადებითი ეფექტი აქვს ორგანიზმზე?

პლაზმოფერეზი ამცირებს პლაზმაში მოცირკულირე მავნე ნივთიერებების რაოდენობას;

წმენდს სისხლს და ორგანიზმის ყველა ქსოვილს;

სისხლის გაწმენდისა და ქოლესტერინის ფოლაქების მოშორების გზით, აუმჯობესებს ყველა ორგანოსა და სისტემის სისხლით მომარაგებას;

ააქტიურებს თავის ტვინის ფუნქციონირებას;

ნორმალიზდება გულის მუშაობა, რაც ახდენს სტენოკარდიული შეტევების კუპირებას;

აუმჯობესებს ღვიძლის, თირკმელების მუშაობას, რის შედეგადაც, დროულად გამოიყოფა ორგანიზმიდან შლაკები და მავნე ნივთიერებები;

აძლიერებს იმუნიტეტს;

აუმჯობესებს კანის სტრუქტურას;

ხელს უწყობს წონაში კლებას.

უკუჩვენებები

არსებობს პლაზმოფერეზის აბსოლუტური და შეფარდებითი უკუჩვენებები.

აბსოლუტურს მიეკუთვნება:

მწვავე სისხლდენები;

ალერგიული რეაქციები პლაზმოფერეზის დროს გამოყენებული კომპონენტების მიმართ;

თავის ტვინის მძიმე დაზიანებები.

შეფარდებითი უკუჩვენებები:

ჰიპოტონია;

გამოხატული ანემია;

ჰიპოპროტეინემია;

პერ. ვენის ფლებიტები;

ალკოჰოლური თრობა;

აბსტინენციური სინდრომი;

ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი;

ჰემოსტაზის დარღვევები;

მენსტრუაცია;

ფსიქიკური აშლილობა.

როგორ მოვემზადოთ პროცედურის წინ?

წყარო: kirurgia.ge