ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს!
21 მარტი 2024
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
დაუნიზმი არა ავადმყოფობა, არამედ ორგანიზმის განსხვავებული მდგომარეობაა!
დაუნის სინდრომი და მსოფლიო სტატისტიკა
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ყოველ 700 ახალშობილში 1 დაუნის სინდრომიანია და წლის განმავლობაში, ამ მდგომარეობით ქვეყანას 6,000 ჩვილი ევლინება.
მიუხედავად ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისებების და ფიზიკური მახასიათებლების არსებობისა , სწორი აღზრდისა და დროული სოციალიზაციის პირობებში , ზედმეტქრომოსომიანი ადამიანები ჩვეულებრივ მოქალაქეებად ყალიბდებიან.
გიყვარდეთ, დააფასეთ და იმეგობრეთ ასეთ ადამიანებთან!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge