კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

გთავაზობთ სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ამერიკულ–ესპანურ-ქართული ერთობლივი პროექტია, რომელიც გთავაზობთ სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.

08 ოქტომბერი 2018

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ამერიკულ–ესპანურ-ქართული პროექტი გთავაზობთ:

Tumor Board – სპეციალისტთა გუნდი (მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან – ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი ) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე შეარჩევს თქვენთვის ინდივიდუალურ მკურნალობის ტაქტიკას. პაციენტის მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი;

ორიენტირებულნი ვართ სრული სამკურნალო–დიაგნოსტიკური სერვისის მიწოდებასა და მაქსიმალურად კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე;

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ჩვენი კლინიკის ქოლ–ცენტრის ნომერია 577 11 91 19 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

სხივური თერაპია

წყარო: kirurgia.ge