კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულება

19 დეკემბერი 2020

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

კუჭის ბოტოქს-ინექცია ენდოსკოპიური მეთოდია, რომელიც ჭარბი წონის მქონე პაციენტებს საშულებას აძლევს, დაიკლონ წონაში ზომიერად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი კუჭის ენდოსკოპიურ ბოტოქსს გთავაზობთ 3 850 ლარად!

ისეთი ამბულატორიული პროცედურა როგორიცაა კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი, ფიზიკურ ვარჯიშთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასთან ერთად, ჭარბი წონის მქონე პაციენტებს აძლევს საშუალებას, 5-6 თვის განმავლობაში დაიკლონ 15-20 კილოგრამამდე.

ენდოსკოპიური ჩარევა გრძელდება 15-20 წუთი. აღნიშნული მანიპულაციის დასრულების შემდეგ, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო, ამიტომ იგი იმავე დღეს ეწერება ბინაზე და სწრაფადვე უბრუნდება სოციალურად აქტიურ ცხოვრებას.

თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად გადის კონსულტაციას ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან, პროგრამაში კი, ჩართულია კლინიკის მნიშვნელოვანი და წამყვანი სპეციალისტები:

ქირურგ-ენდოსკოპისტი - ირაკლი პაიჭაძე ;

გასტროენტეროლოგი - ეკა ზალიკიანი ;

ენდოკრინოლოგი - ანა ჭოხონელიძე .

უშუალო ვიზიტის დროს, სამედიცინო შემოწმებისას იკრიბება და ფასდება ისეთი ზოგადი მონაცემები, როგორიცაა:

თანმხლები ქრონიკული დაავადებები;

ოჯახური სამედიცინო ისტორია;

გამოითვლება სხეულის მასის ინდექსი (BMI);

გადაიხედება თქვენი კვების ჩვევები;

განიხილება ჯანსაღი კვების ინტეგრაციის საშუალებები.

ენდოსკოპიური მანიპულაციის დასრულების შემდეგ, მიიღებთ მითითებებს კვების რაციონთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რაც დაგეხმარებათ როგორც პოზიტიური ცხოვრების წესის ცვლილებებში, ისე წონის დაკლების ეფექტურობასა და უკვე დაკლებული კილოგრამების შენარჩუნებაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია

რა აინტერესებთ პაციენტებს

დაბალი ტემპერატურა

იხილეთ პასუხი

მრავალკვანძოვანი ჩიყვი

კითხვა: გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. მაქვს მრავალკვანძოვანი ჩიყვი. Tsh, anti tg, ნორმაში. კვანძების ზომა არ იმატებს. ეხლა ბოლოს ექოსკოპია გავიკეთე ივნისში, კვანძის კიდეები უსწორმასწორო, ჰიპერვასკულარული. კვანძის ზომებია 9მმ,7მმ,5მმ.საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. კვანძების მდგომარეობა რამდენად საშიშია

იხილეთ პასუხი

D ვიტამინის დეფიციტი

კითხვა: D ვიტამინის ნაკლებობისას რომელი წამალი ეფექტური? 31 წლის ვარ

იხილეთ პასუხი

შაქრიანი დიაბეტი

კითხვა: მყავს 61 წლის მეუღლე შაქრიანი დიაბეტით არა ინსულინზე ძალიან აწუხებს კუნთების დაჭიმულობა ძნელად გადაადგილდება თუ შეიძლება მისი დახმარება და რა უნდა გავაკეთო დოპლერი გადაღებული აქვს და MRT

იხილეთ პასუხი

კოლოიდური კვანძი, ცენტრალური ვასკულარიზაცია

კითხვა: მჭირდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია გავიკეთე ეხო დასკვნაში წერია მარცხნივ ხიდაკზე კოლოიდური კვანძი ზომით0,5X0,7სმ ფერადი კარტირებით აღინიშნება ცენტრალური ვასკულარიზაცია EU-TIRADS:3:დაბალი რისკის კატეგორია ანალიზების პასუხები : TSH 6.710 anti-TPO 8.2

იხილეთ პასუხი

აკვადეტრიმი ვიტამინი D3

კითხვა: ვარ 52 წლის მაქვს ართრიტი სხვა რაღაცეებთან ერთად აღმოჩნდა რომ დე ვიტამინის ნაკლებობა მაქვს.1 თვე ვსვი acvadetrin d3 დღეში ერთცელ 8 წვ.მეორე თვეა 4წვ ვსვავ შემიძლია 2 თვე კიდევ გავაგრძელო ? უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს რამეზე

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge