კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

პირველად ბათუმში – გლაუკომის ლაზერული თერაპია

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

გლაუკომის ლაზერული თერაპია (SLT) ZEISS-ის უახლესი ლაზერით

09 სექტემბერი 2025

ბათუმის კლინიკა

20 სექტემბერს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში თბილისიდან მოწვეული ოფთალმოლოგი,

კონსტანტინე ჩიქოვანი, ჩაატარებს კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმავს ოპერაციებსაც.

თუ გაწუხებთ გლაუკომა, კატარაქტა, დიაბეტური რეტინოპათია ან გჭირდებათ თვალის სრულფასოვანი

დიაგნოსტიკა – გამოიყენეთ შესაძლებლობა და გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ოფთალმოლოგთან ბათუმში.

კონსულტაციისას შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები:

თვალის ბიომეტრია

თვალის ფსკერის ფოტოგრაფია

საცრემლე არხის გამავლობის შემოწმება

თვალშიგა წნევის გაზომვა

რეფრაქტო/კერატომეტრია

თვალის ფსკერის დათვალიერება

დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგი

კატარაქტის სკრინინგი

გლაუკომის სკრინინგი

საცრემლე გზების პათოლოგიების დიაგნოსტიკა

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2

ჩაწერისთვის დარეკეთ: 0422 40 00 00

ნუ გადადებთ – იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დღესვე!

წყარო: kirurgia.ge