კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

როგორ ამოვიცნოთ სოკოთი მოწამვლის სიმპტომები?

არქივი ინტერვიუ · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

საქართველოში ფიქსირდება შხამიანი სოკოს 20–25 სახეობა.

25 მაისი 2021

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

სოკო სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

საკვებად ვარგისი;

პირობითად ვარგისი (რომელსაც სჭირდება სპეციალური კულინარიული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე, მაგალითად, 20 წუთით ხარშვა, ნახარშის გადაღვრა ან 2–3 კვირა შრობა);

შხამიანი, რომელიც სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს) შეიცავს.

თითქმის ყველა, საკვებად ვარგის სოკოს აქვს თავის მსგავსი საკვებად უვარგისი ან შხამიანი „ორეული“. მოწამვლას, ძირითადად, შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს. იშვიათად, მაგრამ მაინც საკვებად ვარგისი სოკოც იწვევს ინტოქსიკაციას და განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ, სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში, რომელშიც დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები.

სოკოსმიერი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის კლინიკაში გადაყვანა. მკურნალობა უნდა იყოს გადაუდებელი, მაქსიმალურად სრული და კომპლექსური.

სოკოთი ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.

„ხშირად სოკოთი მოწამვლას ადგილი აქვს მისი არასწორად დამუშავება–კონსერვაციის დროს. შხამიანი სოკოთი მოწამვლა უმეტესად, შემთხვევათა 90–95%–ში ფატალურად, სიკვდილით მთავრდება. სოკოს სახეობაზეა დამოკიდებული მოწამვლის გამოვლენის განსხვავებული დრო (1 ან 2–დან 12 საათამდე და ასევე შეიძლება გაგრძელდეს 72 საათამდეც), შესაბამისად, განსხვავებულია სიმპტომებიც“, – აცხადებს ქალბატონი მაია.

– როგორც უკვე განაცხადეთ, ინტოქსიკაცია სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, მაგრამ თუ შეგიძლიათ მიგვითითოთ იმ ძირითად ნიშნებზე, რომელიც, ზოგადად, სოკოთი ინტოქსიკაციას ახასიათებს?

– უმეტეს შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

გულისრევა;

ღებინება;

ფაღარათი;

ტკივილი მუცლის არეში;

ოფლიანობა;

სისუსტე;

ქოშინი;

ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა);

ბოდვა;

ჰალუცინაცია;

კოლაფსი;

კომა;

თავის ტკივილი;

წყურვილის გაძლიერებული გრძნობა.

– როგორ შეგვიძლია შხამიან სოკოზე ეჭვის მიტანა ?

– სამწუხაროდ, რიგით მოქალაქეს ამის გარჩევა გაუჭირდება, რადგან შხამიან სოკოს არ აქვს რაიმე სახასიათო სპეციფიკური ნიშანი, მაგალითად, არასასიამოვნო სუნი, მწარე გემო და სხვა – ამ დროს კი ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი სოკო შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის საშიშ მძიმე ლითონებს და რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

გასათვალისწინებელია სოკოს მიმართ ადამიანის ინდივიდუალური, ალერგიული რეაქცია. სწორედ ამიტომ ვისაც ამ საკვებზე ალერგია აქვს, რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოს!

– როგორ მოქმედებს შხამიანი სოკო ორგანიზმზე?

– შხამი, რომელსაც სოკო შეიცავს, მოქმედების მიხედვით სხვადასხვაგვარია... შესაძლოა ინტოქსიკაციამ მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა გამოიწვიოს. ორგანიზმში შხამის მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1 ან 2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, სისუსტესა და ფაღარათში.

გამორიცხული არ არის, რომ შხამმა გავლენა იქონიოს ნერვულ ცენტრებზე. ამ შემთხვევაში მოწამვლის ნიშნები ვლინდება კვებიდან ნახევარი საათის ან 4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერ გულისრევასა და ღებინებაში, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში.

– როგორ დავეხმაროთ დაზარალებულს?

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ინტოქსიკაცია

სოკო

რა აინტერესებთ პაციენტებს

სისხლის საერთო ანალიზი (სსა)

კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია

იხილეთ პასუხი

მედიკამენტის ანოტაცია

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.

იხილეთ პასუხი

პროთეზი

კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.

იხილეთ პასუხი

გულჩვილობა ბავშვებში

კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?

იხილეთ პასუხი

ომეგა–3

კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?

იხილეთ პასუხი

თირკმლის დონაცია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge