კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

კიბოს დამარცხება შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციური მეთოდების დახმარებით კიბოს განკურნება შესაძლებელია.

20 დეკემბერი 2017

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, ჯერ კიდევ საბოლოო განაჩენად მიიჩნევა.

თანამედროვე ონკოლოგიაში არც თუ იშვიათად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებულ პაციენტებსაც აქვთ გადარჩენის შანსი. გვაქვს ორი არჩევანი – ან უნდა ვენდოთ თანამედროვე მედიცინას, რომელიც გვთავაზობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოსავალს პაციენტის სასიკეთოდ ან დავრჩეთ უმოქმედოდ და ჩავეჭიდოთ ცრუ იმედებს.

იმის დასადასტურებლად თუ როგორ გაიზარდა წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი, საინტერესოა გადავხედოთ National Cancer Institute –ს სტატისტიკას აშშ–ში 1975–დან 2013 წლამდე. წარმოგიდგენთ ამ სტატისტიკის ამსახველ გრაფიკს, სადაც ნათლად ჩანს, რომ 1975 წელთან შედარებით, 2013 წლამდე 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 20%–ითაა გაზრდილი ( წყარო ).

ეს შედეგები განპირობებულია კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებასთან, ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზის დასმას, რადგან კიბოს სხვადასხვა ტიპი მოითხოვს სპეციფიურ სამკურნალო რეჟიმს. ეს ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მკურნალობის მეთოდების, ქირურგიის, ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის და სხვა მოდალობების წინასწარ განსაზღვრულ კომბინაციას.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს აქვს მეგობრული ურთიერთობები ამ სფეროში მოღვაწე მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებთან და თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი Tumor Board –ის მუშაობაში.

გახსოვდეთ, რომ მკურნალობის სწორი კურსის დაგეგმვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით კიბოს დამარცხება შესაძლებელია. იყავით თვითდაჯერებული, არასდროს დანებდეთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კიბო

ჰორმონოთერაპია

თანამედროვე მედიცინა

Varian Oncology Systems

სიმსივნის მკურნალობა

ქიმიოთერაპია

სიმსივნე

რადიოთერაპია

კიბოს მკურნალობა

ონკოლოგია

კიბოს განკურნება

წყარო: kirurgia.ge