კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის განვითარება 2011 წლიდან დღემდე.

არქივი ვიდეო — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ვიდეოს ნახვა YouTube-ზე

ვიდეო ცენტრის YouTube-არხზეა. დემო საიტი მას არ ჩართავს, რომ მესამე მხარის მოთხოვნები არ გაიგზავნოს.

დიდი ტრადიციების მქონე კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი დაარსებულია 1946 წელს გამოჩენილი ქართველი ექიმის გრიგოლ მუხაძის თაოსნობით, ხოლო 1948 წლიდან მას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი , რომელთანაც არის დაკავშირებული მაშინდელი ქირურგიის ინსტიტუტის საბოლოო ფორმირება, უმნიშვნელოვანესი სამედიცინო და სამეცნიერო მიღწევები.

1990–იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო მრავალმხრივ დაზიანებულმა კლინიკამ ახალი სიცოცხლე დაიწყო მას შემდეგ, რაც ის 2011 წელს კორპორაცია „ავერსმა“ შეიძინა.

მაგალითად, მიმდინარე წელს კლინიკას შეემატა მსოფლიო ინოვაციები: ამერიკული კომპანია VARIAN -ის ადაპტიური რადიოთერაპიის აპარატი ETHOS -ი , იაპონური კომპანია OLYMPUS - ის ენდოსკოპიის და ენდოსონოგრაფიის ბოლო თაობის მოდელები, გერმანული კომპანია ZEISS - ის ოფთალმოლოგიური სრული აღჭურვილობა და სხვა, რითაც ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს ქართულ მედიცინაში არავის უთმობს ფლაგმანის პოზიციას.

დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 4 კლინიკით:

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალური კლინიკა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის და მახინჯაურის კლინიკები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში , კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

წყარო: kirurgia.ge