კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

მიღება სუბსპეციალობის პროგრამაზე: მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია

არქივი ვაკანსია — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

აცხადებს მიღებას სუბსპეციალობის პროგრამებზე: მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება;

სახელმწიფო სერტიფიკატი „სამედიცინო რადიოლოგიაში“,

ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

რეზიუმე (CV).

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კურსის ღირებულებაა - თვე 800 ლარი.

კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსის ღირებულებაა- თვე 800 ლარი.

სწავლების ხანგრძლივობა: 8 თვე.

შერჩეული მაძიებლები გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: [email protected]

გამოაგზავნეთ რეზიუმე

სახელი *

ელ–ფოსტა *

ტელეფონი *

ატვირთეთ რეზიუმე (მაქს 2mb) *

ჩაწერეთ სურათზე მოცემული სიმბოლოები

გაგზავნა

წყარო: kirurgia.ge