18 იანვარი 2017
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თეა გამეზარდაშვილს, რეგიონებში განხორციელებულ სამედიცინო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი, კვირაში რამდენიმე დღე რეგულარულად აწარმოებს უფასო კონსულტაციის აქციებს. ეს სერვისი ჩვენს კლინიკაში 2012 წლიდან დაინერგა. ამასთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო გასინჯვების აქციას სთავაზობს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც – მაღალკვალიფიციური ექიმები რეგულარულად ჩადიან რაიონებში, სადაც აქციაზე მისულ ადამიანებს უფასო სამედიცინო გასინჯვას სთავაზობენ. რეგიონებში აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რასაც უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“. შესაბამისად, უფასო გასინჯვებზე მოსული რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ იღებს მისთვის საჭირო მედიკამენტს.
2016 წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციებმა მოიცვა 10–ზე მეტი რეგიონი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი სიგელისთვის მადლობას უხდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ თალაკვაძეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!
ავტორი ეკატერინე ციცხვაია
წყარო: kirurgia.ge