კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი - კვლავ მოსახლეობაზე ზრუნვის ავანგარდში!

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის და დუშეთის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო პაციენტების უფასო გასინჯვა

29 ივნისი 2017

უფასო გასინჯვის აქცია

27 ივნისს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის და დუშეთის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო პაციენტების უფასო გასინჯვა, რომელიც მიზნად ისახავდა ინსულტის რისკის მქონე პაციენტების გამოვლენას .

აქციის მონაწილეებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ უსასყიდლოდ ჩაუტარდათ საძილე არტერიების დუპლექსსკანირება და ექიმის კონსულტაცია.

სულ გაისინჯა 85 პაციენტი. განსკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებს მიეცათ რეკომენდაცია შემდგომ გამოკვლევებსა და მკურნალობაზე.

მსგავსი სკრინინგის პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

ჩვენი კლინიკა კვლავაც გააგრძელებს ანალოგიურ აქციებს, რადგან ცნობილია, რომ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა ჯანმრთელობის საწინდარია.

ინსულტი

წყარო: kirurgia.ge