კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კონფერენცია

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში

17 ნოემბერი 2021

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მართავს აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის იუბილესადმი 132–ე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ექიმთა მე–6 სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“.

კონფერენცია გაიმართება 10 დეკემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ საკონფერენციო სივრცეში.

პროექტი მოიცავს როგორც კონფერენციას, ასევე ორ სიმპოზიუმს თემებით:

„ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები“;

„ათეროსკლეროზისა და ცერებრო–ვასკულური სინდრომების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრინციპები“.

მოწვეულთა შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები, რომელთა გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის.

წყარო: kirurgia.ge