კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

სამეცნიერო რადიოლოგიური კონფერენცია

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური სამსახური

01 დეკემბერი 2022

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო თბილისი მარიოტში, გაიმართა სამეცნიერო, რადიოლოგიური კონფერენცია.

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ჩვენს ცენტრში არსებული ციფრული ტექნოლოგიების, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები, უახლესი პროტოკოლები და დიაგნოსტირების ხარისხში არსებული წინსვლები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ექიმები, რომლებიც მოწვეული სპეციალისტების წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და მათ ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.

შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი დაკომპლექტებულია სრულად ციფრული, უახლესი რადიოლოგიური აპარატურით (კტ/მრტ), რომლებიც პაციენტებს სრული დატვირთვით, 24 საათიან რეჟიმში ემსახურება!

საჭირო კვლევაზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კონფერენცია

წყარო: kirurgia.ge