კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

რამდენიმე მიზეზი, რის გამოც გოგრას დღესვე შეიძენთ

არქივი ბლოგი · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ეს საინტერესოა

მედიცინის ისტორია

ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი

ვიტამინები

სასარგებლო რჩევა

გასტროენტეროლოგი გვირჩევს

ტოქსიკოლოგი გვირჩევს

ტრავმატოლოგი გვირჩევს

თერაპევტი გვირჩევს

რევმატოლოგი გვირჩევს

გინეკოლოგი გვირჩევს

ალერგოლოგი გვირჩევს

პროქტოლოგი გვირჩევს

ნეონატოლოგი გვირჩევს

ნევროლოგი გვირჩევს

ჰემატოლოგი გვირჩევს

ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს

ეპიდემიოლოგი გვირჩევს

ოფთალმოლოგი გვირჩევს

მეან–გინეკოლოგი გვირჩევს

ენდოკრინოლოგი გვირჩევს

კარდიოლოგი გვირჩევს

კვება

ჯანსაღი კვება

გოგრა მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით.

30 ნოემბერი 2018

გოგრის სასარგებლო თვისებებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ნინო აბესაძე.

100 გრამი გოგრა შეიცავს 26 კალორიას, რაც მას დაბალკალორიულ პროდუქტებს მიაკუთვნებს.

გოგრა შეიცავს C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი შედის ბევრი ორგანოს და სისტემის შემადგენლობაში, მათ შორისაა ძვალ-სახსროვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემები.

C ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ სეზონური ვირუსების (გაციების) მკურნალობაში C ვიტამინი ეფექტურია. ეს მოსაზრება მეცნიერულად არ არის დადასტურებული, თუმცა მისი დღიური ნორმის მიღება ნამდვილად დაკავშირებულია ვირუსული დაავადებების მსუბუქ მიმდინარეობასთან.

გოგრის შემადგენლობაშია B ჯგუფის ვიტამინებიც, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა ქსოვილის ფუნქციონირებაში. მათი დეფიციტი იწვევს ანემიას, ნევროლოგიურ დარღვევებს. ამ ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით კი ფოლიუმის მჟავის ადეკვატური დოზა აუცილებელია ორსულებისთვის.

გოგრაში შედის საკმარისი რაოდენობით კალიუმი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პირებისთვის.

გოგრის თესლით ორგანიზმი შეითვისებს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის უჯერ ცხიმებს, რაც ებრძვის „ცუდ“ ქოლესტერინს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

თუმცა ამ შემთხვევაში კალორიებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან 100 გრამი გოგრის თესლი შეიცავს დაახლოებით 440 კალორიას.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს თუ რატომ უნდა მიირთვათ გოგრა და მისი თესლი:

დადებითად მოქმედებს ბავშვების ზრდა-განვითარებაზე;

ორსულის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ამარაგებს;

სასარგებლოა მხედველობისთვის;

ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას;

სასარგებლო ცხიმების შემცველობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს;

სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის;

ანტიოქსიდანტური ეფექტის საშუალებით ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს;

ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს;

აუმჯობესებს განწყობას;

უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგს ნინო აბესაძეს ნომერზე 599 44 08 03.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგი გვირჩევს

ვიტამინები

ჯანსაღი კვება

სასარგებლო რჩევა

კვება

წყარო: kirurgia.ge