კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ფილტვის კიბო განაჩენი არაა – ისუნთქეთ თავისუფლად

02 ნოემბერი 2020

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

თქვენ გაქვთ სიმსივნე! – ფრაზა, რომელსაც უფრო ხშირად ისმენენ პაციენტები, რომლებიც აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. მათი უმეტესობა ექიმს მიმართავს კიბოს მეორე, მესამე ან მეოთხე სტადიაზე.

პაციენტების უმეტესობას ეშინია დიაგნოზის და ამ გაუმართლებელი მიზეზით აჭიანურებს კონსულტაციას, რეალური დახმარების მიღება კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დროულად მიმართავთ კვალიფიციურ ექიმს.

ფილტვის კიბო არ არის მხოლოდ ერთი დაავადება, ეს სიმსივნეთა ჯგუფია განსხვავებული ჰისტოლოგიური სტრუქტურის, მოლეკულური შემადგენლობის, ტიპის, პროგრესირების მხრივ.

ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზები

ფილტვის კიბო შესაძლოა, მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, თუმცა, მთავარი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის, ნიკოტინის ელექტროსიგარეტით შესუნთქვა).

სიგარეტის კვამლი საფრთხისშემცველია როგორც მწეველებისთვის, ისე არამწეველებისთვის. სხვა მიზეზებს შორისაა:

ჰაერში არსებული კანცეროგენული ნივთიერებები;

დაბინძურებული ჰაერი;

ავტომანქანების გამონაბოლქვი;

საწარმოო ფაქტორები (აზბესტისა და ნიკელის მტვერი, ქრომის ნაწილაკები);

დაავადებისადმი წინასწარგანწყობა;

ქრონიკული ბრონქიტი;

ქრონიკული პნევმონია;

ტუბერკულოზი;

პნევმოსკლეროზი;

ფილტვის პარენქიმაში განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებები.

თანამედროვე მედიცინაში, მსგავსი ტიპის ავთვისებიანი ნეოპლაზმების სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია, რომლის მთავარი მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა რიცხვი იზრდება, უმჯობესდება სამედიცინო მიღწევები, ჩნდება მკურნალობის ახალი მეთოდები, რაც პაციენტებს სიცოცხლის იმედსა და შანსს აძლევს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეს და განსაკუთრებულ თანადგომას უცხადებს ონკოლოგიურ პაციენტებს, აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს სკრინინგი . კვლევა ტარდება კლინიკის ულტრათანამედროვე, 32-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL.

დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფის დახმარებით შესაძლებელია დაავადების საწყის ეტაპებზე გამოვლენა, დროული მკურნალობა კი, სიმსივნის პროგრესირებისას, მკურნალობის უკეთესი შედეგის გარანტიაა.

ფილტვის კიბოს გამოვლენის შემთხვევაში, დროულად და სწორად წარიმართება დაავადების მკურნალობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ფილტვის კიბო

ონკოლოგია

რა აინტერესებთ პაციენტებს

კონსულტაცია ონკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები

იხილეთ პასუხი

ხალიდან მელანომამდე

კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ

იხილეთ პასუხი

ონკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43

იხილეთ პასუხი

მელანომა

კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?

იხილეთ პასუხი

სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე

კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია

იხილეთ პასუხი

ქიმიოთერაპია

კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge