კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

რა არის "ტუმორ-ბორდი"?

11 ოქტომბერი 2023

"ტუმორ-ბორდს" ხელმღვანელობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ხოლო თბილისის კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი სპეციელისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. გუნდში არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისეთი დარგების წამყვანი სპეციალისტები, როგორიცაა: რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, კლინიკური ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი, ონკოქირურგი, ჰიტოპათოლოგი, რადიოლოგი, თორაკოქირურგი, ნეიროქირურგი, ჰემატოლოგი და ყველა სხვა, ვიწრო დარგის სპეციალისტი, საჭიროების მიხედვით.

საერთაშორისო მხარდაჭერა

მკურნალობის დაგეგმარებასა და მართვაში აქტიურად არიან ჩართულები ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი -პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის „Genesis Care” -ის ონკოლოგიის მუნტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO -ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი -ერნანდესი.

ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი

პეტ/ კტ კვლევა ტარდება თბილისის მერიის , ჯანდაცვის რეფერალური ფონდის , გამგეობებისა და ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით , ასევე კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან .

აჭარის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ეს კვლევა სრულად ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

რადიოთერაპია

სხივური ამაჩქარებლები , რომლითაც აღჭურვილია ქირურგიის ეროვნული ცენტრი, არის საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian- ის უახლესი, თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი მოდელი, რაც იძლევა მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის და შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას.

წყარო: kirurgia.ge