კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

სრული გასტროსკოპიული კვლევა და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევას გასტროენტეროლოგის კონსულტაციასთან ერთად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავზობთ:

საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სრულ გასტროსკოპიულ გამოკვლევას იაპონური ფირმის Olympus-ის ულტრათანამედროვე ენდოსკოპზე, ანესთეზიით ან უანესთეზიოდ. აპარატი გამოირჩევა იდეალური ვიზუალიზებით. ენდოსკოპის საშუალებით შესაძლებელია ექიმმა ისარგებლოს NBI რეჟიმით, რომელიც თავისი მაღალტექნოლოგიური, ე.წ. ვიწროსპექტრული გამოსხივების შესაძლებლობით ხილვადს ხდის ლორწოვანის სისქეში, მის ქვეშ ღრმად მდებარე სისხლძარღვების ქსელს, ე.წ. გროვებს. ამით კი, ხდება საყლაპავის და ნაწლავის ლორწოვანში უხილავი პათოლოგიური წარმონაქმნების აღმოჩენა.

კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღებთ გასტროენტეროლოგის კონსულტაციას და დანიშნულებას.

გასტროსკოპიული კვლევის პასუხს მიიღებთ იმავე დღეს.

აღნიშნული შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის (კუჭის) არეში;

გულძმარვას;

ბოყინს;

სლოკინს;

ყლაპვის გაძნელებას;

ტკივილს ყლაპვის დროს.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე კვირის გარდა 10:00-15:00 საათამდე.

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

OLYMPUS EVIS X1 CV 1500

გასტროენტეროლოგია

გასტროსკოპიული კვლევა

რა აინტერესებთ პაციენტებს

ფაღარათი

კითხვა: მაქ კუჭნაწლავის პრობლემა და ხშირად მეშლება კუჭი რისი ბრალია მითხარით?

იხილეთ პასუხი

ყვითელი ფერის ნადები

კითხვა: გამარჯობა, ვუჩივი დაახლოებით 1 წელი ენაზე ნაცხ მოყვითალოს, ვიყავი ბაქტერიფაგში ანალიზის შემდეგ ამოვიდა სტაფილოკოკი უხვი ზრდით და სოკო ნორმალური ზრდით. ოჯახის ექიმა დამინიშნა ნისტატინი და პიობაქტერიოფაგი 10 დღე , მკურნალობის შემდეგ შედეგი ნული. შემდეგ გასტრო ენტერელოგთან გამიშვა დიაგნოზი დამისვევს ზედაპირული გასტრიტი. ვსვავ ბიგეტრიკის, ქვამატლს. ემანრერას და კოკლავს. უკვე ათი დღეა დაა შედეგი არ ჩანს ისევ ამასთან ერთად ყელი მაქვს წითელი და ხსშირად მაქვს დაბალი სიცხე. რას მირჩევთ თქვენ?

იხილეთ პასუხი

შეკრულობა – ყაბზობა

კითხვა: მაქვს შეკრულობა რომელიც წლებია ვერ მოვიწესრიგე რისი ბრალია და თუ არის რაიმე საშუალება ამის სამკურნალოდ

იხილეთ პასუხი

კვების შემდგომი ღებინება

კითხვა: მოგესალმებით! კვების დროს მაქვს სიმძიმის შეგრძნება, კუჭის არედან რაღაც ლორწოვანი (ნახველის მსგავი) ამომდის, მიჭირს საკვების მონელება და ყოველი ჭამის შემდეგ მაქვს პირღებინება, ასევე მუცლის შებერილობა, მაინტერესებს რა კვლევები უნდა ჩავიტარო დიაგნოზისთვის და დაახლოებით რასთან მაქ საქმე?

იხილეთ პასუხი

ბოყინი

კითხვა: მიგროვდება აირები და მაქვს ბოყინი , კუჭის მოქმედება ნორმალურია, რა შეიძლება მირჩიოთ?

იხილეთ პასუხი

კუჭის წყლული

კითხვა: გამარჯობა. მაქვს კუჭის წყლული 3მჯერ გამისკდა წყლულები და სისხლი ვღვარე პირიდან 3მივეჯერ საავადმყოფოში მოვხვდი და ოპერაცია არ გამიკეთეს. ახლა მაქვს კუჭის თავი გამაგრებული და ყრუ ტკივილები.უკვე თავი შემაზიზღა ისეთ ჭკკუაზე მივყევარ. ყველანაირ საკვებზე კუჭი მტკივა და იჟოგა მაქვს. უკვე არ ვიცი რა ვქნა და ვის მივმართო. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge