კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ვიდეოს ნახვა YouTube-ზე

ვიდეო ცენტრის YouTube-არხზეა. დემო საიტი მას არ ჩართავს, რომ მესამე მხარის მოთხოვნები არ გაიგზავნოს.

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე აღინიშნა.

30 ოქტომბერი 2016

სწორედ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 127 წლის იუბილე აღინიშნება ქირურგიის ეროვნული ცენტრის საიუბილეო თარიღთან ერთად.

70 წლის იუბილეზე ქირურგიის ეროვნული ცენტრში ახალი სერვისების პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად იმყოფება SHIMADZU –ს ევროპის ოფისის პრეზიდენტი მასუმო კავაი და სხვა იაპონელი კოლეგები.

გაიმართა აკად. კონსტანტინე ერისთავისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილი მე–2 სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“. კონფერენციაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი თემები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკაში.

საიუბილეოდ შედგა წიგნი პრეზენტაცია - ქირურგიის ეროვნული ცენტრი ისტორია 1946 წლიდან დღემდე.

დღის ბოლოს მე-2 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებიდან გამარჯვებულების დაჯილდოვება შედგა.

სხვა სურათების სანახავად გადადით ბმულზე ...

რუსთავი ორის რეპორტაჟი

იმედის რეპორტაჟი

წყარო: kirurgia.ge