ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კორპორაციული საღამო ფუნიკულიორზე მდებარე კლუბ „ანდერვილში“ აღინიშნა.
19 თებერვალი 2019
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
კლინიკის თანამშრომლებს კლუბის ვერანდიდან თბილისის ულამაზესი ხედით ტკბობის საშუალება ჰქონდათ, საზეიმოდ მორთული დარბაზი კი სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.
ღონისძიება გაჯერებული იყო იუმორით, ხალისითა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროთი, რასაც ემატებოდა უხვი და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა.
კორპორაციულ ვახშამს უძღვებოდნენ „კომედი შოუს“ მსახიობები ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი, ხოლო წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ეგარი“. სადღესასწაულო სუფრას უძღვებოდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და კლინიკის თანამშრომლები ფულადი ჯილდოებითა და მოგზაურობით დასაჩუქრდნენ.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები:
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ლაშა ბაზაძე;
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – თეა გამეზარდაშვილი;
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ნიკოლოზ ჩადუნელი;
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ზვიად მარტიაშვილი;
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ნინო გასვიანი;
ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორი – თათია ავალიანი;
ყველაზე კოლეგიალური ექიმი – ნუნუ ლაბაძე;
ყველაზე მშრომელი ექიმი – რევაზ ვაჩეიშვილი;
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – მაია ბეჟანიშვილი;
ყველაზე ერთგული თანამშრომელი – ირაკლი ხარშილაძე;
ყველაზე კომპეტენტური ექიმი – ლევან მახალდიანი;
ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბესიკ სოკურაშვილი;
კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ყველაზე მეტი ახალი სიცოცხლის მომვლენი – ალექსანდრე დიაკონიძე;
პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი – ალექსანდრე თოდუა;
ყველაზე მეტი პაციენტის მკურნალი ექიმი – ლია კარკაძე;
„მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ – გვანცა თედოზაშვილი;
კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, დარეჯან შუკაკიძე;
კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, გიორგი ელისაბედაშვილი;
კ.ერისთავის სახელობის პრემია – დამსახურებული თანამშრომელი, ციცინო წივწივაძე;
კლინიკის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – დავით ყოჩაშვილი;
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაწესდა კონსტანტინე ერისთავის სახელობის პრემია. ამ საპატიო პრემიით ჯილდოვდებიან კლინიკის დამსახურებული თანამშრომლები. პრემია ატარებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ცნობილი მეცნიერის, ქირურგის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – კონსტანტინე ერისთავის სახელს. კლინიკისადმი მისი ფასდაუდებელი ღვაწლის გათვალისწინებით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სწორედ მისი სახელობისაა.
კორპორაციული წვეულება ულამაზესი თემატური ტორტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
ეს ლამაზი დღე ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლებს დიდხანს ემახსოვრებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge