ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგიის სამსახური გთავაზობთ ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.
15 იანვარი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
• მენჯ–ბარძაყის, მუხლის, მხრის, თითების ენდოპროტეზირება;
• კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;
• შეძენილი თუ დანდაყოლილი პათოლოგიების დროს საკორექციო ძვალკვეთა;
• მოტეხილობების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევა (ოსტეოსინთეზი);
• ძვლების გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;
• ნებისმიერი თანამედროვე ოპერაციები მტევანსა და ტერფზე.
კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა!
ბევრ ქალბატონს (განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ) უვითარდება ოსტეოპოროზი. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი მასის დაკარგვას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები ნიშნავენ მედიკამენტურ მკურნალობას, რომლის მიზანია ძვლის მასის მომატება. სწორედ ასეთი მკურნალობითაა შესაძლებელი ოსტეოპოროზის გაღრმავების პრევენცია და ის, რომ პაციენტი დისკომფორტმა აღარ შეაწუხოს. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის საშუალებით მცირდება მოტეხილობების რისკი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩატარდა 2000–ზე მეტი ყველა სირთულის ოპერაცია, მათ შორის უმეტესი წილი ენდოპროტეზირება. ოფიციალური სტატისტიკით, თუ მსოფლიოში ამ ტიპის ქირურგიული ჩარევის გართულების რისკი 2%–ს შეადგენს, ჩვენს კლინიკაში ეს მაჩვენებელი 0%–ს უახლოვდება. ენდოპროტეზირების შემდეგ ადამიანს უბრუნდება სიცოცხლის ხალისი, აქტიურად ერთვება ცხოვრების ჩვეულ რიტმში, შეუძლია მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშებითაც კი დაკავდეს.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ხშირად მომართავენ პაციენტები სახსრების ტკივილის დიაგნოზით. იმ შემთხვევებში თუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, ჩვენი კლინიკის ექიმები ირჩევენ სპეციალურ მედიკამენტურ მკურნალობას – ჰიალუნორის მჟავას შემცველი საპოხი ჟელეს სახსარში შეყვანას. ამ ჟელეს არ გააჩნია უკუჩვენება. პროცედურა რამდენიმე წუთს მოიცავს და პაციენტებს შეუძლიათ ოპერაციის გარეშე გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება.
რთულ ქირურგიულ ოპერაციებს უშუალოდ ხელმძღვანელობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ორაგველიძე . ბატონი ზურაბი მოღვაწეობდა ევროპის რამდენიმე წამყვან კლინიკაში, კერძოდ, სლოვენიასა და გერმანიაში. ულმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა გამოჩენილ ტრავმატოლოგ–ორთოპედებთან, აკადემიკოსებთან, მანფრედ ვიდემანსა და კარლ ფიშერთან.
ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგები გახლავთ: ლევან გოჩიაშვილი, თეიმურაზ ტაბატაძე, ალექსანდრე თოდუა, მაყვალა კუტალია.
რეგულარულად ვაწარმოებთ უფასო კონსულტაციის აქციებს. ყოველი ხუთშაბათი და შაბათი განკუთვნილია ტრავმატოლოგიის დეპარტამენტისთვის!
ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგიის განყოფილებას ჰყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი და მათი რიცხვი გამუდმებით იზრდება!
მობრძანდით, გამოიყენეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ექიმთა გამოცდილება – ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
კონსულტაციებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 11 91 19;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზურაბ ორაგველიძეს ნომერზე 577 32 77 00.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ძვალი
ტრავმატოლოგია
ოსტეოპოროზი
ოპერაცია
ენდოპროტეზირება
წყარო: kirurgia.ge