რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი
24 ოქტომბერი 2025
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი განაგრძობს განვითარებას
ჩვენს გუნდს შემოუერთდა რადიაციული ონკოლოგი ნიკა თარგალაძე — სპეციალისტი, რომლის საქმიანობა აერთიანებს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ისე აქტიურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებას.
რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში, მათ შორის BEST of ASTRO , ESMO , Varian Training და Northwestern University Observership პროგრამებში, რაც ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს უზრუნველყოფს — დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე — საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და უახლესი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით.
ონკოლოგიის მიმართულებები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
კლინიკური ონკოლოგია
• ქიმიოთერაპია
• იმუნოთერაპია
• მიზნობრივი თერაპია
რადიაციული ონკოლოგია
ჩვენი კლინიკა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ცენტრად მიიჩნევა, სადაც ტარდება მკურნალობა მაღალი სიზუსტის თანამედროვე რადიოთერაპიული მეთოდებით:
• ადაპტაციური რადიოთერაპია
• რადიოქირურგია (SRS, HyperArc, SBRT)
• სტანდარტული რადიოთერაპია (IMRT, VMAT, SGRT, IGRT, DIBH)
• ბრაქითერაპია
ბირთვული მედიცინა
ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (Digital PET/CT), რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკის უმაღლეს სიზუსტეს და მკურნალობის სწორად შერჩევას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი — სადაც ინოვაცია, გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგია ერთიანდება პაციენტის ჯანმრთელობისთვის.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე + 995 322 02 25 25
ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: kirurgia.ge