კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

პეტ-კტ დაგეგმარების როლი ონკოპაციენტთა მკურნალობაში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი

02 აპრილი 2022

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს მომართა შუახნის მამაკაცმა დიაგნოზით - პირ-ხახის ავთვისებიანი სიმსივნე, მეტასტაზით კისრის ლიმფურ კვანძში, მარჯვნივ. კლინიკური ონკოლოგის მიერ ნაგულისხმევი იყო ჩვენს ცენტრში ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის მეთოდით მკურნალობა.

ჩატარებული კისრისა და გულმკერდის კტ კვლევით გამოვლინდა მარჯვნივ მრავლობითი, მეტი ალბათობით დაზიანებული სტრუქტურის კისრის ლიმფური კვანძები, მაქსიმალური ზომით მარჯვნივ, ნიკაპქვეშა კოლექტორში 29 მმ-მდე, მარჯვნივ, კაროტიდულ კოლექტორში კი, 28 მმ-მდე. ამას გარდა, გულმკერდის სეგმენტში, ფილტვის ზემო წილში, გამოისახა 5 მმ-მდე ზომის არასპეციფიკური კვანძოვანი კერა, რომელიც საჭიროებდა დინამიკაში დაკვირვებას.

რადიოთერაპიაში დასასხივებელი სამიზნის (კიბოს უჯრედების) მოცულობის შერჩევისა და განსაზღვრისათვის გამოიყენება სტანდარტული ანატომიური კტ დაგეგმარების გამოსახულებები. სამედიცინო პრაქტიკა კი, გვიჩვენებს, რომ პოზიტრონულ-ემისიური (პეტ-კტ) დაგეგმარების გამოსახულებების მიხედვით, სამიზნე არეალის მოცულობა შეიძლება, შემცირდეს, ან გაიზარდოს, რაც საფუძველია ზუსტი და მაღალი ხარისხის მკურნალობისა.

ამიტომ, ტრადიციული კტ დაგეგმარების ნაცვლად, ჩვენი ცენტრის რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სპეციალისტებმა ჩაატარეს პეტ-კტ დაგეგმარება საიმობილიზაციო საშუალებით, თერმოპლასტიკური ნიღბისა და ლაპ-ლაზერების გამოყენებით.

დაგეგმარების შედეგად მიღებულ გამოსახულებებზე, ფილტვებში, ორმხრივად გამოვლინდა მცირე ზომის მეტასტაზური დაზიანება. შედეგად, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფის მეშვეობით, შეიცვალა და კიდევ უფრო ზუსტად განისაზღვრა პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა. საბოლოოდ, იგი გადამისამართებულ იქნა ონკოლოგთან სისტემური მკურნალობის ჩასატარებლად. ამის შემდეგ კი, საკონტროლო კვლევების საფუძველზე, კვლავ განიხილება სხივური თერაპიის საკითხი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად, დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ონკოლოგია

pet/ct

სხივური თერაპია

პეტ/კტ

რა აინტერესებთ პაციენტებს

კონსულტაცია ონკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები

იხილეთ პასუხი

ხალიდან მელანომამდე

კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ

იხილეთ პასუხი

ონკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43

იხილეთ პასუხი

მელანომა

კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?

იხილეთ პასუხი

სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე

კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია

იხილეთ პასუხი

ქიმიოთერაპია

კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge