კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

მწვავე პიოპნევმოთორაქსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა.

10 მარტი 2017

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ოფიციალური სტატისტიკით, მთელ მსოფლიოში ფილტვის დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ფილტვის დაავადებებს შორის გავრცელებულია მწვავე პიოპნევმოთორაქსი. ეს პათოლოგიური მდგომარეობა გულისხმობს პლევრის ღრუში ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, რაც ფილტვის პარენქიმაში არსებული დესტრუქციული პროცესების შედეგია.

რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე პიოპნევმოთორაქსი, რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, შესაძლებელია თუ არა მწვავე პიოპნევმოთორაქსის პრევენცია?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი და თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სერგო ციცხვაია.

– რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე პიოპნევმოთორაქსი?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე პიოპნევმოთორაქსი არის პლევრის ღრუში, ფილტვის ქსოვილში არსებული ჩირქოვანი კერის გახსნის შედეგი, ეს კი იწვევს ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, ანუ პიოპნევმოთორაქსს. ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც განპირობებულია ერთი მხრივ ინტოქსიკაციით და მეორე მხრივ ფილტვის ქსოვილის კოლაბირებით (შეკუმშვით). გამოხატულია შემდეგი კლინიკური სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ცხელება, შემცივნება, ჰაერის უკმარისობა, ცილოვანი ბალანსის დარღვევა და სხვა.

– რა იწვევს პიოპნევმოთორაქსს?

– როგორ ხდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მწვავე პიოპნევმოთორაქსის დიაგნოსტირება?

– დიაგნოსტირებაში მთავარი ადგილი უჭირავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს. ჩვენს კლინიკაში უპირატესობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, განსაკუთრებით კი ინფარქტ–პნევმონიების შემთხვევებში.

– როგორ მკურნალობთ პიოპნევმოთორაქსს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– არსებობს მკურნალობის 2 მეთოდი: კონსერვატული და ქირურგიული. მკურნალობას ვიწყებთ პლევრის ღრუს დრენირებით, ჩირქის მუდმივი ევაკუაციით პლევრის ღრუდან. ასევე ვიწყებთ პლევრის ღრუს ამორეცხვას ანტისეპტიური საშუალებებით, პარალელურად ბაქტერიოგრამის შესაბამისად ვაწარმოებთ ჩირქოვანი კერის მკურნალობას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ვაძლიერებთ იმუნურ სისტემას, ვახდენთ დარღვეული ცილოვანი ბალანსის კორეგირებას. მიღწეული შედარებით კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ ე.წ. „ცივ პერიოდში“ გეგმიური წესით ხდება რადიკალური ოპერაციის ჩატარება, რაც გულისხმობს ჩირქოვანი ბუდის მთლიან ამოღებას – პლევრექტომია დეკორტიკაციას (დელორმის ოპერაცია). ამ პათოლოგიის მიზეზია ფილტვის პარენქიმაში ჩირქოვანი კერის არსებობა, ზოგჯერ პარალელურად საჭირო ხდება ფილტვის რეზექციის ჩატარება, ანუ ლობექტომია.

– შესაძლებელია თუ არა მწვავე პიოპნევმოთორაქსის პრევენცია?

– ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება მიმართული უნდა იყოს ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ, რადგანაც ეს წარმოადგენს მწვავე პიოპნევმოთორაქსის ჩამოყალიბების მიზეზს. ვინაიდან ფილტვის აბსცესი უმეტეს შემთხვევაში ვითარდება არასრულყოფილად ნამკურნალევი მწვავე პნევმონიის შედეგად, ამიტომ აუცილებელია პნევმონიის სრული განკურნება.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

– გახანგრძლივებული პნევმონიის შედეგად, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია ვერ იძლევა სასურველ შედეგს, გამოხატულია მაღალი ცხელება, შემცივნება, ჩირქოვანი ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი – ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს კლინიკას და გაკეთდეს განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები. სასურველია ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს, სერგო ციცხვაიას ნომერზე 599 49 18 66

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ნომერზე 577119119

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი ეკატერინე ციცხვაია

პნევმონია

რა აინტერესებთ პაციენტებს

მაღალი ტემპერატურა

კითხვა: რა გავაკეთო 39 სიცხის დროს

იხილეთ პასუხი

ჰაერის უკმარისობა

კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს ჰაერის უკმარისობა.ზოგჯერ ცხელ ჰაერზე მემართება მზეზე გასვლაზე პირიც მიშრება და ხველა მეწყება.ზოგჯერ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდზე მემართება ჰაერი არ მყოპნის დიდი ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები მჭირდება. ღამეც ბევრჯერ გამომღვიძებია საშინელი ყელის სიმშრალით და ხველით. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია და რა იწვევს. ან ამ შემთხვევაში ექიმთან რომ ვერ მივდივართ. სახლის პირობებში როგორ მოვიქცეთ

იხილეთ პასუხი

ქრონიკული ხველა

იხილეთ პასუხი

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

კითხვა: გამარჯობა...გთხოვთ მიპასუხოთ.მყავს მამა,რომელიც სუსტად გრძნობს თავს.აწუხებს ჰაერის უკმარისობა,ხველა და ხანდახან სიცხე 37,2.გაუკეთეთ გულის კარდიოგრამა და ექოსკოპიაც...გულზე პრობლემა არ აღმოაჩნდა.გადავიღეთ გულმკერდის რედგენოგრაფია.აღმოჩნდა,რომ ფილტვები აქვს ჩასშავებული.დიაგნოზი ვერ დასვეს.როგორ მოვიქცეთ, თქვენ რას გვირჩევდით.დანიშსნული აქვს მხოლოდ ერთი წამალი** ფორალესი**.....წინასწარ გიხდით მადლობას........

იხილეთ პასუხი

ლიმფადენიტი

კითხვა: გამარჯობა, ჰილუსების ორივე მხარე გაძლიერებული ტანის მიდამოში ჰილუსებში ისახება მცირე ზომის გაკირული ლიმფური კირკვალი, ეს არის რენდგენის დასკვნა მაინტერესებს რამდენად საშიშია და რას ნიშნავს ეს დასკვნა თუ შეიძლება გამარკვიოთ. მადლობთ

იხილეთ პასუხი

ქრონიკული პნევმონია, ფეხების ტკივილი

კითხვა: დედაჩემს აწუხებს ფეხების ტკვილი რამოდენიმე პრეპარატი ვცადეთ და არცერთი არ მოუხდა. თქვენ რას მირჩევთ, ქრონიკული პნევმონი აქ. მინდა დედა გადავარჩინო და თქვენ რას მირჩევთ. დედა ექიმთანაც არ მომყვება ისეთი ჯიუტია.

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge