კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

თბილისიდან მოწვეული გასტროენტეროლოგი

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

პროფესორი ირაკლი ხმალაძე

ბათუმის კლინიკა

30 აპრილს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში თბილისიდან მოწვეული გასტროენტეროლოგი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე მიიღებს პაციენტებს!

ბატონი ირაკლი გახლავთ ცნობილი:

გასტროენტეროლოგი

ინფექციონისტი

ჰეპატოლოგი

განათლება და გამოცდილება:

მისი მაღალი კვალიფიკაცია ეფუძნება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მიღებულ განათლებასა და პრაქტიკას. აღსანიშნავია, რომ მან ისრაელში, კერძოდ თელ-ავივის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცენტრ „შიბა ტელ ჰაშომერში“ წარმატებით გაიარა დიპლომის შემდგომი სპეცმომზადების სრული კურსი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი პათოლოგიის გამოკვლევა და მკურნალობა ჩატარდება უახლესი ტექნოლოგიებითა და მსოფლიოში აღიარებული მეთოდებით.

გახსოვდეთ! კუჭ-ნაწლავი ურთულესი სისტემაა. დაუშვებელია ისეთი სიმპტომების თვითმკურნალობა, როგორიცაა:

მუცლის ტკივილი და შებერილობა

გულძმარვა, ბოყინი, ამოქარვება

გულისრევა-ღებინება

ფაღარათი/დიარეა

ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე მიუთითებდეს. მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევა იძლევა ხანგრძლივ და სასურველ შედეგს!

ნუ გადადებთ – ჯანმრთელობა უმთავრესია!

მისამართი: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2

ჩაწერისთვის დარეკეთ: 0422 40 00 00

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge