ინსულტი ეწოდება მწვავედ განვითარებულ ნევროლოგიურ დეფიციტს, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით.
07 ივნისი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
სისხლძარღვოვანი დაავადებები გულისხმობს ყველა იმ დაზიანებას, რომლის მიზეზიც ტვინის სისხლძარღვებში განვითარებული პათოლოგიური პროცესებია. ისინი, თავის მხრივ, მრავალფეროვანია და მოიცავს სისხლძარღვის სანათურის დახშობას თრომბული ან ემბოლური მასით, სისხლძარღვების გაგლეჯას და/ან მისი კედლის განვლადობის ზრდას, სისხლის სიბლანტის მომატებას ან მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილებებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი გთავაზობთ ინსულტის მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.
კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.
ჩვენს კლინიკაში იშემიური ინსულტის მკურნალობა ტარდება შემდეგი ეტაპების გავლით:
მწვავე სტადიის მენეჯმენტის ტრიაჟი;
ცირკულაციის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები;
ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია;
ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორადი პრევენცია);
ჩვენს კლინიკაში ასევე ხორციელდება ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სათანადო ჩვენებით წარმატებით ტარდება საძილე არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა (პერკუტანური, ტრანსლუმინური, კაროტიდული ან ვერტებრული არტერიების ანგიოპლასტიკა) და ტუბულარული მეტალის სტენტებით, შევიწროებული ცერებრული არტერიების სანათურის სტენტირება. ასევე წარმოებს კაროტიდული ენდარტერექტომია.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია მწვავე იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვიდან თრომბის ამოღება ხანმოკლე პროცედურით, ექსკლუზიური მეთოდით, თრომბექტომიით.
თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს, რის გამოც აღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში და აღნიშნულის გამო ვითარდება ინსულტი. ჩვენ ამ შემთხვევაში თრომბული მასები გარეთ გამოგვაქვს, ანუ სისხლძარღვს ვათავისუფლებთ. ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ხდება სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის კიდევ ერთ თანამედროვე მეთოდს, თრომბოლიზურ თერაპიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორიო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრის წყალობით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაერთი გაეწერა კლინიკიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე.
ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ინსულტი
ინსულტის ცენტრი
ორმკლავიანი ანგიოგრაფი
თრომბექტომია
თრომბოლიზური თერაპია
წყარო: kirurgia.ge