კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

The Philips Ingenia Elition X - შეაბიჯე მომავალში თავდაჯერებულად - ხარისხიანად, სიჩქარით, კომფორტით

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

მრტ (MRT/MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი

ციფრული 3T მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი

Philips-ის ციფრული 3.0 ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი არის რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტიკის ხარისხსა და სიჩქარეში.

ძირითადი უპირატესობები:

გამოსახულების ხარისხი;

50%-ით შემცირებული კვლევის ხანგრძლივობა;

პაციენტის კომფორტი;

ხარისხი :

მოძრაობით გამოწვეული არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანა VitalEye - ტექნოლოგიის საშუალებით;

ყველა სახის მოქნილი ქოილი. მათ შორის სარძევე ჯირკვლის ქოილი;

სპექტროსკოპიისა და FiberTrak რეჟიმები თავის ტვინის გამოსაკვლევად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისათვის;

სისტემის მომატებული ტევადობა;

O-MAR რეკონსტრუქცია მეტალის არტეფაქტების შესამცირებლად.

სიჩქარე :

პაციენტის განთავსების დრო დაყვანილია 1 წუთამდე;

კვლევების 80%-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ SmartExam ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად აყენებს კვლევისთვის საჭირო პოზიციებს და იწყებს კვლევას;

AutoStart ტექნოლოგია, რომელიც კარის დახურვისთანავე ავტომატურად იწყებს მითითებულ კვლევას;

DWI პროგრამაში 30%-ით ჩქარა იხსნება კვლევა;

ScanWise ტექნოლოგია - MRI-ზე დასაშვები იმპლანტების შემთხვევაში ავტომატურად არგებს პროტოკოლს , იღებს ჩქარა და უსაფრთხოდ (აქამდე ამაში დიდ დროს ვკარგავდით ).

VitalEye-ს საშუალებით :

აღარ გვიწევს ქამრის მოხვევა სუნთქვის საკონტროლებლად, სანაცვლოდ ვიყენებთ სენსორებს;

მოძრაობის შემთხვევაში აღარ გვიწევს კვლევის შეჩერება და თავიდან დაწყება;

სუნთქვის რეგულაციისთვის AutoVoice-თან ერთად ავტომატურად ანიშნებს პაციენტს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს.

კომფორტი:

ყველაზე განიერი გვირაბი > 70 სმ;

მოკლე მაგნიტი (გენტრის გვირაბის სიგრძე );

3D კინოთეატრი - სრული აუდიო-ვიდეო მხარდაჭერა;

Comfort Plus აღჭურვილობა- სქელი და მოქნილი ლეიბი - 60 მმ;

90% პაციენტებისა, რომლებიც ძლიერ დისკომფორტს განიცდიან წოლის დროს, აღნიშნავენ , რომ ბევრად უმარტივდებათ Comfort Plus ლეიბებზე წოლა.

პაციენტის კომფორტს პირველივე ცდაზე მივყავართ უნაკლო გამოსახულებამდე!

მრტ (MRT/MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია:

თავის ტვინის დეტალური სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზი და პათოლოგიური პროცესების საწყის სტადიაზე დიაგნოსტირება;

თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია - თავის ტვინის და კისრის მაგისტრალური სისხლმომარაგების ანალიზი;

ხერხემლის და ზურგის ტვინის დეტალური შეფასება ;

მუცლის ღრუს ორგანოების : ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, თირკმლის დინამიური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია;

მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა;

საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის (ნებისმიერი სახსრის , რბილი ქსოვილების) სტრუქტურული და ფუნქციური კვლევა.

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge