კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ზესტაფონში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ვიდეოს ნახვა YouTube-ზე

ვიდეო ცენტრის YouTube-არხზეა. დემო საიტი მას არ ჩართავს, რომ მესამე მხარის მოთხოვნები არ გაიგზავნოს.

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო

24 ოქტომბერი 2016

სამედიცინო გასინჯვების აქცია ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.

აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.

წყარო: kirurgia.ge