კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ულტრაბგერითი ელასტოგრაფია

არქივი შეთავაზება — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

სტატუსი უცნობია: ცენტრს არ აქვს გამოქვეყნებული ვადა და პირობები. გადაამოწმეთ ცენტრთან.

სიმსივნურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული სერვისები

ფარისებრი ჯირკვლის,

სარძევე ჯირკვლისა

ღვიძლის

სიმსივნურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა მოვახდინოთ კიდევ უფრო სარწმუნო– ულტრაბგერითი ელასტოგრაფიის მეთოდის საშუალებით უახლეს აპარატზე - SIEMENS ACUSON Sequoia – ახალი თაობის ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც აერთიანებს AI-ის მხარდაჭერას, ღრმა კვლევის შესაძლებლობებსა და უმაღლეს სიზუსტეს.

რა არის ელასტოგრაფია?

იგი, ქსოვილების სიმკვრივის შესაფასებლად განკუთვნილი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ემყარება არაერთგვაროვანი ქსოვილის სიმკვრივის გამოვლენას, შეფასებას და შედარებას ჯანმრთელ ქსოვილთან. თუ წარმონაქმნი გამკვრივებულია იგი მიგვანიშნებს ატიპურ სიმსივნურ წარმონაქმნზე, თუ შედარებით რბილია ესე იგი საქმე გვაქვს კეთილთვისებიან წარმონაქმნთან.

ამ მეთოდის უპირატესობები:

ელასტოგრაფია უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდია, ვინაიდან წარმოადგენს ულტრაბგერას და არა რენტგენოლოგიურ კვლევას, უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.

მეთოდი განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის ნაადრევი სიმსივნური პროცესების გამოსარიცხად/ სადიაგნოსტიკოდ.

ეს მეთოდი ერთ–ერთი სარწმუნო მეთოდია 92–95 %–იანი სიზუსტით

წელიწადში ორჯერ ჩატარებული ელასტოგრაფიული კვლევა, სწორად მიმართული პრევენციაა, სიმსივნური პროცესისაგან თავის დასაცავად.

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

წყარო: kirurgia.ge