კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” ჩატარდება ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის ეგიდით ორგანიზებული ყოველთვიური შეხვედრა

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” ჩატარდება ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის ეგიდით ორგანიზებული ყოველთვიური შეხვედრა.

30 მაისი 2018

ახალი სიცოცხლე

ღონისძიების უშუალო მონაწილეები და მომხსენებლები იქნებიან სხივური თერაპიის ამერიკელი ექსპერტები ემორის უნივერსიტეტიდან.

შეხვედრის თემაა „ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური მართვა და მისი გავლენა მკურნალობის საბოლოო შედეგზე“.

იხილეთ დღის წესრიგი:

18:00–შეხვედრის გახსნა;

18:10–უროგენიტალური ონკოლოგიური დაავადებების რადიოთერაპიული მკურნალობა – პროფესორი პიტერ ჯონსტონი;

18:30 – ონკოგინეკოლოგიური დაავადებების რადიოთერაპიული მკურნალობა – პროფესორი ჯეი შელტონი;

18:50 – ლიმფომების რადიოთერაპიული მკურნალობა – პროფესორი ნათია ესიაშვილი;

19:20 – დისკუსია, ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა;

19:40 – ფურშეტი;

20:30 – დასასრული.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია 17:30–დან 18:00–მდე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.

წყარო: kirurgia.ge