კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სკრინინგის ცენტრი! კლინიკაში შესაძლებელია კიბოს აღმოჩენა ნულოვან სტადიაზე, როცა პაციენტი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს სიმპტომებს

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სკრინინგის ცენტრი, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სკრინინგ–პროგრამებით.

12 ივნისი 2018

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

კიბო ძალიან ვერაგი დაავადება, რომლისთვისაც ტკივილი არაა დამახასიათებელი და ძირითადად, უფრო გვიან სტადიაზე ვლინდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სკრინინგ–ცენტრში, სკრინინგ–კვლევების საშუალებით, საწყის სტადიაზე შესაძლებელია პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს რაიმე სახასიათო ნიშანს, სიმპტომს (ან სიმპტომებს).

სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია კიბოს აღმოჩენა ნულოვან სტადიაზე (Carcinoma in situ ), ანუ როცა არსებობს არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი, არამედ განკურნების შესაძლებლობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სკრინინგ–ცენტრში ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია პათოლოგიური უბნის აღმოჩენა, ანუ მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს რაიმე სახასიათო ნიშანს, სიმპტომს (ან სიმპტომებს) და რომელიც მხოლოდ გარკვეული მეთოდებით შეიძლება იყოს გამოვლენილი და არა კლინიკური ნიშნით.

სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს სხვადასხვა ტიპის (ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების, კოლორექტალური კიბოს, მელანომის და სხვა ონკო–პათოლოგიების) სკრინინგულ კვლევებს ულტრათანამედროვე აპარატებზე.

აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება. გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.

ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურობის არარსებობა. ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერს ეკარგება თავისი ხიბლი!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ძუძუს კიბოზე, იხილეთ ვრცლად!

მამოგრაფია

ექოსკოპია

Voluson E 10

სიმსივნე

სკრინინგის ცენტრი

Planmed Clarity 3D

წყარო: kirurgia.ge