კონცეპტუალური პროტოტიპი — Rewired. ეს არ არის ცენტრის ოფიციალური ვებსაიტი.

სიახლეები

ვარიკოზი, ანევრიზმები, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ტერფმრუდობა – მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

არქივი სიახლე · — საარქივო მასალა, გამოქვეყნებული ცენტრის მიერ. შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ჩვენი კლინიკის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი შთამბეჭდავი წარსულით ამაყობს.

23 აპრილი 2018

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩაეყარა საფუძველი საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებას. დეპარტამენტი დღესაც ინოვაციების ავანგარდშია.

ჩვენი კლინიკის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგები სრულად ფლობენ როგორც სისხლძარღვთა ქირურგიის, ასევე რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე არსენალს. ქირურგები ურთულეს პათოლოგიებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით უმკლავდებიან.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. საუბარია „ლაზერულ აბლაციაზე“. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ლაზერული აბლატორით „ლეონარდო“, რომლის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა ანალოგიური მოწყობილობების შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ძველი ტიპის ლაზერულ აბლაციებთან შედარებით თვისობრივად უკეთესი შედეგი გვაქვს.

მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი ერთი ჩხვლეტით, განაკვეთების გარეშე შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას, ჭრილობის გარეშე. ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, აღარ არის საჭირო პაციენტის დაძინება, ზოგადი ან სპინალური ანესთეზია.

პაციენტი პროცედურის შემდეგ დგება და მიდის სახლში, შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი. ლაზერული აბლაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფლობს, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში გავრცელებულ დაავადებებს, მაგალითად, ვარიკოზულ ვენებს, რთულ ანევრიზმებს, ბავშვთა ცერებრულ დამბლას, ტერფმრუდობას, დიუპიუტრენის კონტრაქტურას – წარმატებით მკურნალობენ.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ვარიკოზული დაავადება

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

დიუპიუტრენის კონტრაქტურა

საკმაოდ ხშირი დაავადებაა. ამ დროს ხელისგულის აპონევროზის ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო, პაციენტი ვერ ახერხებს მტევნის თითების ბოლომდე გაშლას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერები განმარტავენ, რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურა შესაძლოა გენეტიკური იყოს და სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ თუ მშობლებს აქვთ ანალოგიური დაავადება, ყურადღებით იყოთ ხელისგულზე გაჩენილი გამკვრივებების მიმართ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 3000-ზე მეტ პაციენტს აქვს ჩატარებული ეს ჩარევა. ბოლო ათწლეულში ტექნიკის დახვეწის წყალობით გართულებების ალბათობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, დიუპიუტრენის კონტრაქტურასთან დაკავშირებით სახალისო ოჯახური მოგონება აქვს.

„მამაჩემი, ტრისტან ფერაძე იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი მიკროქირურგი. მუშაობდა მოსკოვში საკავშირო ცენტრში, ხელმძღვანელობდა მიკროქირურგიული განყოფილების სამეცნიერო ნაწილს. ჰყავდა მოსწავლეები უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან.

ერთი მათგანი, ჰანს ტრიოგერი წარმატებულ ქირურგად ჩამოყალიბდა და ამჟამად ხელმძღვანელობს ბაზელში ხელის ქირურგიის დიდ ცენტრს. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, იყო მოსწავლე.

ბაბუას, მამაჩემის მამას, ჰქონდა დიუპიუტრენის კონტრაქტურა. ერთი მომენტი უკვე ისე გართულდა, რომ ხელში ვერაფერს იკავებდა. მამაჩემს ბევრჯერ უთქვამს, საოპერაციოაო, მაგრამ ხომ გაგიგიათ „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ბაბუაჩემი ოპერაციის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მაშინ მამამ ხრიკი იხმარა. ეუბნება თურმე „გერმანელ პროფესორს რომ გავაკეთებინო ხომ გაიკეთებო?“ – ბაბუაც დათანხმდა.

ჩამოიყვანა მამაჩემმა თავისი მოსწავლე, ჰანს ტრიოგერი. საქართველოში გამასპინძლების ამბავი მოგეხსენებათ. სასტიკი ნაბახუსევის გამო გერმანელი სტუმარი საწოლიდან ვერ დგებოდა. ბაბუაჩემს კი ოპერაცია, რა თქმა უნდა, თვითონ მამამ გაუკეთა. ბაბუა ცხოვრების ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ოპერაცია გერმანელმა გაუკეთა. ყველას აჩვენებდა შედეგს – „აი, რა კარგად მაქვს ხელები, ჩვენთან რა იციან ასეთი ქირურგიაო“, – იხსენებს სისხლძარღვთა პლასტიკური ქირურგი.

ცერებრული დამბლა

ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. ცერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია ბავშვის მოტორული განვითარების შეფერხება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მოძრაობითი დარღვევები ხშირად შერწყმულია მგრძნობელობით პრობლემებთან, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებასთან, კრუნჩხვასთან. თუმცა შეიძლება, დაავადების დროს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იყოს.

დაავადება თანდაყოლილია. ახალშობილებში ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. ასაკის მატებასთან ერთად კი სიმპტომები უფრო თვალნათლივ ვლინდება.

„მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, ბავშვთა ცერებრული დამბლის გამომწვევი ტვინის დარღვევები დღესდღეობით არ იკურნება.

თუმცა არის მრავალი მეთოდი, რომელიც უმსუბუქებს პაციენტს ცხოვრებას და საშუალებას იძლევა ასეთი პაციენტი სრულფასოვნად ჩაერთოს სოციუმში.

ტერფმრუდობა

ტერფმრუდობა ეს არის ქვემო კიდურების კუნთების იზოლირებული დაზიანება შესაბამისი მრუდე ტერფის ჩამოყალიბებით. ამ დროს ტვინის დაზიანება არ აღინიშნება.

„ოპერაციებს, რომლებიც ტარდება ტერფმრუდობის და ქვემო კიდურების სხვა მიზეზებით გამოწვეული დეფორმაციების გამო დიდი ისტორია აქვს, თუმცა წამყვან კლინიკებშიც კი ამ ქირურგიული ჩარევების შემდეგ შემთხვევათა თითქმის 30%ში ფიქსირდება დეფორმაციების რეციდივი (ხელახალი დეფორმაცია). ამის მიზეზია ის, რომ ავადმყოფი ტვინი ოპერაციის შემდეგაც აგრძელებს ამ კუნთების არასწორად და ჭარბად „გაქაჩვას“, შესაბამისად ტერფმრუდობაც და სხვა დეფორმაციებიც ბრუნდება.

ჩვენი გამოგონების არსია ის, რომ ის კუნთები და მყესები, რომელიც იწვევს ამ დეფორმაციებს, გადაიტანება სახსრის საპირირსპირო მხარეს. ამით ჩვენ ავადმყოფ ტვინს „ვატყუებთ“. რაც უფრო მეტად „ქაჩავს“ ტვინი ასეთ გადატანილ მყესს, მით მეტად უმჯობესდება სახსრის პოზიცია, ვინაიდან ის მყესი, რომელიც იწვევდა დეფორმაციას, ჩვენს მიერ გადატანილია ამავე დეფორმაციის გამოსასწორებელ პოზიციაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად ცდილობს ავადმყოფი ტვინი დააზიანოს სახსარი, მით მეტად უნებლიედ იწვევს მის გამოსწორებას. პრინციპში დაავადების გამოსასწორებლად ავადმყოფობის თვისებასვე ვიყენებთ, ამიტომაც ჩვენი მეთოდიკის გამოყენებით 30%-დან 3%-მდეა დაყვანილი რეციდივების პროცენტი. ამასთანავე, მდგომარეობა დროთა განმავლობაში გადანერგილი მყესების ხარჯზე უმჯობესდება“, – აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში სისხლძარღვთა პლასტიკური ქირურგი.

სტატიაში ნახსენები დაავადებებისა და მდგომარეობების გარდა, აღნიშნულ დეპარტამენტში დანერგილია ყველა მეთოდი პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მიდგომით, ოპერაციების ჩასატარებლად. გარდა ამისა, ტრავმების დროს წარმატებით გამოიყენება მიკროქირურგიის მეთოდები და ა.შ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა , სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება .

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი : ქალაქი თბილისი , დიღომი , ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ – ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25 ;

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ორმკლავიანი ანგიოგრაფი

ანევრიზმა

Trinias B12

ლაზერული აბლაცია

რა აინტერესებთ პაციენტებს

მიალგია

კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს აქვს ჯანმრთელიბის პრობლემები.დაეწყო ზამთარში ფეხის დამძიმებით, მარცხენა ფეხში მუხლის ზემოთ ჰქონდა სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობის შეზღუდვა.დაახლოებით ერთი თვის მერე სიმპტომები გადავიდა მარჯვენა ხელზეც, კერძოდ ცერა თითზე. მარჯვენა ხელში ნაკლებად აქვს ძალა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მ ეორე ფეხზეც შეექმნა იგივე პრობლემა.ხელის კუნთები უთრთის და პერიოდულად კარგავს წონასწორობას . განსაკუთრებით როცა ჩადის კიბეზე.ანუ მოძრაობის შეზღუდვა აქვს ცალ ხელსა და ახლა უკვე ორივე ფეხში. ამჟამად არ იღებს მედიკამენტებს თუმცა ჩაიტარა მკურნალობა შემდეგი პრეპარატებით: კალიფორდი ფორტე.კაფსულები. ვენოდიოლი. როქსილოლი. ტოქსიტენოლი კუნთში. როვასტატი შემოგარსული აბი.მკურნალობის ამ კურსის გავლის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

იხილეთ პასუხი

დაღლილი ფეხების სინდრომი

კითხვა: ქვედა კიდურებში სიმძიმე, ისეთი რომ დგომაც მიჭირს, სიარულისას მალევე ვიღლები. ბოლო ხანს, დილით, გაღვიძებისას ფეხზე დადგომაც მიჭირს, ნელ-ნელა ჯერ ვჯდები და შემდეგ ვდგები, ვარიკოზი მაქვს, მაგრამ ისე უცებ გამიუარესდა მდგომარეობა, რომ მარტო ვენების ბრალი არ მგონია, არც ჩიყვის, იმიტომ რომ,ვაკონტროლებ ჰორმონს TSH-ს. თქვენ რას მირჩევთ?

იხილეთ პასუხი

ვენური პათოლოგია

კითხვა: მოგესალმებით ერთ ფეხზე ქვედა კიდური მაქვს გამაგრებული გაბუჯებული ოდნავ შესიებული თითქოს რაგაც სხვა ფერიც აქვს ისე მაქვს ვენების პრობლემაც გამწერეს დოპლერის გადასაგებად და ანგიოლოგთან მეშინია განგრენამ ხომ არ იცის გამაგრება. იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა.

იხილეთ პასუხი

სტენტირება

კითხვა: გამარჯობა.პაციენტი არის 85წლის და ფეხის ტკივილები აქვს.მარცხენა ფეხზე სჭირდება სტენდირება მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ეს ოპერაცია ამ ასაკში და რა თანხასთანაა დაკავშირებული?მადლობა

იხილეთ პასუხი

სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში

კითხვა: გამარჯობათ.მაწუხებს ფეხების ტკივილი სიმძიმის შეგრძნება .ხანდახან ისე მიხურს ფეხის გულები რომ წვაში გადადის.ვენები გარეგნულად არ ჩანს .მიჭირს ფეხზე დგომა რადგან მალე ვიღლები და ძალა მელევა.რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რა ღირს კონსულტაცია მაინტერესებს .ვარ 37 წლის.

იხილეთ პასუხი

მტევნის ართრიტი

კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას

იხილეთ პასუხი

წყარო: kirurgia.ge