ვიდეო ცენტრის YouTube-არხზეა. დემო საიტი მას არ ჩართავს, რომ მესამე მხარის მოთხოვნები არ გაიგზავნოს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან „ვარიანის ონკოლოგიურ სისტემებთან“ (Varian Oncology Systems).
20 დეკემბერი 2016
ონკოლოგია
Varian Oncology Systems მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ საჭირო აპარატურას. კომპანია, რომელიც 1948 წელს ჩამოყალიბდა ულტრათანამედროვე დანადგარებით ამარაგებს კლინიკებსა და სხივური თერაპიის ცენტრებს. კომპანიის Varian Oncology Systems მისიაა, კიბოსთან ბრძოლისთვის შექმნილი ახალი თანამედროვე აპარატებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიაში 6500 ადამიანია დასაქმებული. ამერიკის 10 შტატში, ევროპის 10 და აზიის 8 ქვეყანაში დაწესებულების ფილიალებია განთავსებული. კომპანია ზრდა–განვითარებას განაგრძობს და ყველა თანამშრომელი ერთი მიზნით ერთიანდება, რომ სამყარო მეტად ჯანმრთელი იყოს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, სადაც კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმკურნალონ ონკოლოგიაში არსებული უახლესი, თანამედროვე მკურნალობის მეთოდით და აღარ მოუწევთ ამ სერვისების მისაღებად უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება.
სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილ ბუნკერებში განთავსდება ულტრათანამედროვე აპარატები, „TrueBeam STX” და „VITAL BEAM“, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა გაცილებით დიდი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, მოხდეს სამიზნე ონკოუბნების მაქსიმალური დასხივება.
გარდა ამისა აღვნიშნავთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენს კლინიკას სტუმრობდა Varian Oncology Systems–ის, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფილიალის პრეზიდენტი, ჟან–ლუკ დევლეშაუვერი, რომელმაც დაათვალიერა დაწყებული მშენებლობა.
Varian Oncology Systems–ის პრეზიდენტის, კოლინ კენედის ვიდეომესიჯში მან ყველა კლინიკასა თუ პარტნიორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გთავაზობთ ამ მიმართვის თარგმანს.
ავტორი ეკატერინე ციცხვაია
კიბო
სხივური თერაპია
სხივური ამაჩქარებელი
კიბოს მკურნალობა
წყარო: kirurgia.ge